გაკვეთილის მასალები



გაკვეთილის  მთავარი თემა



ვექტორების კომპლანარულობა. მოქმედებები ვექტორებზე.
სწავლების საფეხური
XI კლასი

მოსწავლეთა პროფილი

კლასში 25 მოსწავლეა. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლე არ არის.

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

სამი ვექტორის კომპლანარულობის განსაზღვრით, სივრცულ ფიგურათა თვისებების კვლევის გამოცდილების შეძენა.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები



კომპლანარულობის აუცილებელი და საკმარისი პირობის დადგენა, მისი გამოყენება. მიღებული ცოდნის ამოცანების ამოხსნისას გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ახდენს ვექტორის სიგრძისა და მიმართულების, ვექტორებძე ოპერაციების და მათი თვისებების გეომეტრიულ და ფიზიკურ ინტერპრეტაციას;
იყენებს ვექტორებს გეომეტრიული დებულებების დასამტკიცებლად და ზომების დასადგენად სიბრტყეზე;
იყენებს კოორდინატებს ვექტორებისა და ვექტორებზე ოპერაციების გამოსახვისას.


წინასწარი ცოდნა

ვექტორის კოორდინატებით გამოსახვის უნარი.
ვექტორებზე ოპერაციების შესრულების უნარი.
ორ ვექტორს შორის კუთხის გამოთვლის უნარი.
ორი ვექტორის კოლინეარულობის პირობა.



შეფასების საგანი და პროცედურები

საკონტროლო კითხვებზე პასუხი.
წერითი სამუშაო: სავარჯიშო სადაც შესასრულებელია რამდენიმე მსგავსი პუნქტი. მაგალითად N9.
      3.   მსჯელობა: განვიხილავთ დებულებებს, რომლებსაც მიღებული ცოდნის საფუძველზე ვასაბუთებთ.



სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

ტექსტები გამოყენებული მაქვს გოგიშვილი, ვეფხვაძის სახელმძღვანელოდან.



გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევას მოვახერხებ შემდეგი წინადადებით: ჩვენს მიერ აქამდე განხილული ვექტორები , როგორც წესი ერთ სიბრტყეზე მდებარე მიმართული მონაკვეთებით იყო წარმოდგენილი. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მაგალითად: ელექტრული და მაგნიტური მოვლენის აღწერისას არსებული ვექტორული სიდიდეების მხოლოდ ერთ სიბრტუესთან დაკავშირება შეუძლებელია.(5-7წთ)
წინარე ცოდნის გააქტიურებას მოვახდენ კითხვების საშუალებით. (5-10 წთ)
სლაიცოდნის კონსტრუირების გაიოლებისთვის გამოვიყენებ დებს და თანმიმდევრულ მსჯელობას.(10-12წთ)

კრიტერიუმი
მინიმალური
საშუალოზე დაბალი
საშუალოზე მაღალი
მაქსიმალური
კრიტერიუმი 1
ვერ პასუხობს კითხვებს, ვერ ალაგებს შინაარსს.
ჩემი აქტიური დახმარებით მოახერხა პასუხი
ზოგადად შეესაბამება მისი პასუხი, მაგრამ უშვებს არა შინაარსობრივ შეცდომებს.
ზუსტად აყალიბებს კითხვაზე პასუხს
კრიტერიუმი 2
არ შეესაბამება შინაარსს მისი მოქმედება.
ზოგიერთი შეასრულა სწორად
სწორად ასრულებს თუმცა სჭირდება ჩანაწერებისთვის მითითებები
სავარჯიშოს ყველა საკითხს სწორად ასრულებს.
კრიტერიუმი 3
ვერ გაიაზრებს დასმულ ამოცანას
ჩემი ან ამხანაგის დახმარებით ზოგიერთი რამ სწორად შეასრულა.
შეძლო სწორად მსჯელობა მაგრამ დასჭირდა მითითებები.
მსჯელობს სწორად და თანმიმდევრობით.

No comments:

Post a Comment